FAQ
ხშირად დასმული კითხვები MERAKI-ზე ყიდვის შესახებ
აქ ნახავ მოკლე პასუხებს შეკვეთებთან, checkout-თან, მიწოდებასთან, დაბრუნებასთან და ანგარიშთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ კითხვებზე.
როგორ გავაფორმო შეკვეთა?
აირჩიე სასურველი პროდუქტი, ზომა და ფერი, დაამატე კალათაში და გადადი checkout-ზე.
თუ შეკვეთამდე ანგარიშში შეხვალ, დეტალები წინასწარ შეივსება და დასრულებული შეკვეთაც შენს ანგარიშის ისტორიაში გამოჩნდება.
შეკვეთის ნახვა ანგარიშიდან შემიძლია?
კი. თუ checkout-ს ავტორიზებულად დაასრულებ, შეკვეთა შენს ანგარიშზე შეინახება და შემდეგ ანგარიშის გვერდიდანაც შეგეძლება მისი ნახვა.
საყიდლად ანგარიში აუცილებელია?
საიტის დათვალიერება ანგარიშის გარეშე შეგიძლია, თუმცა ავტორიზაცია checkout-ს ამარტივებს, ინახავს შეკვეთების ისტორიას და მიწოდების დეტალებს.
